ანა ნაცვლიშვილი - საგამოძიებო კომისია კიდევ უფრო აშიშვლებს იმ რეალობას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არსებობს
ანა ნაცვლიშვილი - საგამოძიებო კომისია კიდევ უფრო აშიშვლებს იმ რეალობას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არსებობს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის აზრით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კიდევ უფრო აშიშვლებს იმ რეალობას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან მიმართებაში არსებობს.

„ბევრი ხარვეზი და პრობლემა ზედაპირზე ამოვიდა, რაც ძალიან მაშფოთებს. ყოველთვის მქონდა გონივრული ეჭვი ჩემი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ საგამოძიებო კომისია კიდევ უფრო აშიშვლებს რეალობას. როდესაც პრობლემურ და გახმაურებულ საქმეზე ასე მოქმედებდნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ, რა ხდება სხვა საქმეებში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში, პროკურატურაში, სასამართლოში, გამოძიების საკითხებში ცვლილებებია გასატარებელი. ზაზა სარალიძის უკან ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ასობით გაუბედურებული ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლს, მაგრამ მას სახელმწიფო ვერ აძლევს ამ სამართალს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.