ანა მაქაცარია ერთეულთა თანრიგშიც დამარცხდა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა [ფოტო]
ანა მაქაცარია ერთეულთა თანრიგშიც დამარცხდა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა [ფოტო]

ბუენოს აირესში მიმდინარე, მესამე ახალგაზრდულ ოლიმპირ თამაშებზე, ქართველი ჩოგბურთელი – ანა მაქაცარია, ასპარეზობას ინდივიდუალურ შეჯიბრშიც გამოეთიშა.

მაქაცარიას მეტოქე, პირველ წრეში, ლიხტენშტეინელი – სილვიე ზუნდი იყო. პირველ სეტში, რომელიც 51 წუთი გაგრძელდა, გოგონები 5:5-მდე მივიდნენ, ამის შემდეგ კი ბრეიკის შესრულება და შეაბამისად სეტის მოგებაც, ლიხტენშტეინელმა შეძლო.

თითქმის ანალოგიური სცენარით განვითრდა მოვლენები მეორე სეტშიც, რომელიც ზუნდის მოწოდებით დაიწყო. 4:3-მდე ჩოგბურთელებმა საკუთარ მოწოდებებზე ქულები ისევ არ დაკარგეს. ამის შემდეგ კი ანას მეტოქემ ჯერ ბრეიქი შეუსრულო, შემდეგ კი მატჩზეც წარმატებით ჩააწოდა და საბოლოოდ 7:5/6:3 მოიგო.

შეგახსენებთ რომ მაქაცარია, გუშინ ტურნირს წვილთა შორის ასპარეზობაშიც გამოეთიშა. ანასა და ირლანდიელი – გეორგია დრიმის დუეტი, იუკო ნაიტესა და ნაო სატოს წყვილთან, ორ სეტში – 1:6/5:7 დამარცხდა.

არგენტინის დედაქალაქში მიმდინარე თამაშებზე, მაქაცარიამდე ზურაბ კინწურაშვილი ჩაერთო, რომელიც ტაეკვანდოში ასპარეზობდა. სამწუხაროდ ანას მსგავსად, მედლებისთვის ბრძოლა მანაც პირველივე შეხევდრაში დაასრულა. 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში, კინწურაშვილი მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ – სამხრეთ კორეელ იმ სონგბინთან 11:30 დამარცხდა.

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი