ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი მესამე შვილს ელოდებიან
ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი მესამე შვილს ელოდებიან

ყოფილი რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა ცნობილი ესპანელი მომღერლისგან, ენრიკე იგლესიასისგან მესამე შვილს ელოდება.

ტელეკომპანია „ტელემუნდოს“ ინფორმაციით, 38 წლის კურნიკოვამ 2020 წლის მარტში უნდა იმშობიაროს.

ჩოგბურთელი და მომღერალი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან. ისინი ტყუპებს ზრდიან – ქალიშვილ ლუსისა და ვაჟს ნიკოლასს.

ანა კურნიკოვა „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია წყვილებში, მაგრამ ერთეულებში WTA-ის ტურნირი არასოდეს მოუგია. მან კარიერა 2003 წელს დაასრულა.