ანა ფოტიგამ ჟოზეფ ბორელს მიმართა - თქვენ აღმოჩნდით სერგეი ლავროვის მახეში, დაუშვით, რომ ლავროვი თავს დასხმოდა ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს
ანა ფოტიგამ ჟოზეფ ბორელს მიმართა - თქვენ აღმოჩნდით სერგეი ლავროვის მახეში, დაუშვით, რომ ლავროვი თავს დასხმოდა ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მახეში გაება და დაუშვა, რომ ლავროვი თავს დასხმოდა მათ მოკავშირეებსა და მეგობრებს.

ეს განცხადება პოლონელმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც ევროდეპუტატები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტზე მსჯელობდნენ.

„ბატონო ბორელ, თქვენი მოსკოვში გამგზავრების გადაწყვეტილება ევროკავშირის ძლიერი ქვეყნების ზეწოლის ფონზე მიიღეთ და აღმოჩნდით მახეში გაბმული, რომელიც ფრთხილად დაგიგოთ სერგეი ლავროვმა. თქვენ წახვედით მოსკოვში იმის მიუხედავდ, რომ პოლონეთიც, ასევ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნები და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ევროპარლამნეტარებიც ამას არ გირჩევდნენ.

ამ ვიზიტით თქვენ ფაქტობრივად, გააძლიერეთ რუსეთის მმართველი რეჟიმი, ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. თქვენ უარყავით იმედი, რომელიც რუსეთის მებრძოლ ოპოზიციას ჰქონდა. თქვენ მტკიცე პოზიცია ლავროვთან პირისპირ გამოხატეთ, მაგრამ მიეცით უფლება ლავროვს, ტყუილების ტირაჟირება მოეხდინა. შედეგად, მილიონობით ადამიანმა ნახა თქვენი დამცირება.

თქვენ მხოლოდ თქვენი პერსონალური მიზნებს მიაღწიეთ, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენი პირადი ინტერესია, ირანთან ბირთვული შეთანხმება კვლავ ამოქმედდეს. თქვენ გადაწყვიტეთ კონსულტაცია არა აშშ-სთან, არამედ რუსეთთან? ამ ვიზიტის დროს თქვენ დაუშვით, რომ ლავროვი თავს დასხმოდა ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს. ეს იყოს ძალიან დიდი შეცდომა და ეს უნდა აღიაროთ“, – მიმართა ანა ფოტიგამ ჟოზეფ ბორელს.