ანა ფოტიგა - მიშა, ჩვენ შენთან ვართ
ანა ფოტიგა - მიშა, ჩვენ შენთან ვართ

მიშა, ჩვენ შენთან ვართ, – ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ეტყოდა ის სააკაშვილს.

„ამ ფორმით მიმართვა რთულია, პირადი საუბარი გაცილებით მარტივია. ვიტყვი, მიშა, ჩვენ შენთან ვართ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ფოტიგამ მედიასთან ისაუბრა მისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის დეტალებზე.

„საქართველოში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყო, მისი პატიმრობის ადგილზე. ჩვენ ვიცით მისი გადაწყვეტილება შიმშილობის თაობაზე და შეშფოთებული ვართ მისი შიმშილობის ხანგრძლივობით“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.