ანა დოლიძემ პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ანა დოლიძემ პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგონა.

ანა დოლიძის თქმით, მისი პარტია არის ახალი ძალა, რომელიც იბრძოლებს ორპოლუსიანობის მიღმა, ქვეყანაში გამეფებული სიძულვილის დასამარცხებლად. მისივე განცხადებით, პარტიის დევიზია – „თბილისი ყველასთვის“.

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ სახელით ვაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს და პარტიული სიის პირველ ნომერი ალექსანდრე რატიშვილი იქნება; 2. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა მიქაძე-ჩხიკვაიძე; 3. ჩუღურეთში – სერგო ლომიძე; 4. დიდუბე – ნინო წულაძე; 5. საბურთალოზე – თამარ ჭიჭინაძე; 6. მთაწმინდაზე – ნინო ქოქოსაძე; 7. ისანში – კობა კობახიძე; 8. კრწანისში – მაია კეკუა; 9. ნაძალადევში – მიხალის ირემაძე; 10. გლდანში – ირაკლი თედორაძე.