ანა დოლიძემ ეროვნული ბანკის შესასვლელთან აქცია გამართა
ანა დოლიძემ ეროვნული ბანკის შესასვლელთან აქცია გამართა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ და მისმა მხარდამჭერებმა ეროვნული ბანკის შესასვლელთან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

ანა დოლიძე ეროვნული ბანკისგან პენსიონერებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მოითხოვს. ანა დოლიძის განცხადებით, აუცილებელია, დაირღვეს „ლიბერთი ბანკის“ მონოპოლია. მისივე თქმით, სხვა ბანკებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პენსიონერებს უფრო მოქნილი პირობები შესთავაზონ.

„ეროვნულმა ბანკმა სრულიად სამარცხვინოდ დატოვა ჩვენი პენსიონერები, დევნილები და სოციალურად დაუცველები პირისპირ „ლიბერთი ბანკთან“, რომელიც მათ არიცხავს უზარმაზარ საპროცენტო განაკვეთს. ჩვენი პენსიონერების ნახევარი, 400 ათასი პენსიონერი პენსიის უდიდეს ნაწილს ტოვებს დღეს „ლიბერთი ბანკში“ და ეროვნული ბანკი საერთოდ არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ეს მოწყვლადი ჯგუფი. სინამდვილეში, პირდაპირი პასუხისმგებლობაა ეროვნული ბანკის, მოახდინოს ბანკების რეგულირება, რომ ბანკებმა ვერ შეძლონ ბოლო ლუკმაპური პირიდან ამოაცალონ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დატოვე კომენტარი