ანა დოლიძე სერგო მეთოფიშვილს -  თქვენ გაქვთ ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია
ანა დოლიძე სერგო მეთოფიშვილს - თქვენ გაქვთ ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია

ამ სივრცეში თქვენ გაქვთ ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია, საინტერესო არ ხართ,- ასე მიმართა ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივის განხილვისას.

კამათი საკითხის გადადებაზე მსჯელობას მოჰყვა. ნაზი ჯანეზაშვილს მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ მის მიერ ინიცირებული საკითხის კენჭისყრაზე გატანა სურდა, თუმცა საბჭოს წევრებმა მისი პოზიცია არ გაიზიარეს და ინიციატივას კენჭი არ უყარეს.

მოწინააღმდეგეთა შორის იყო საბჭოს წევრი სერგი მეთოფიშვილიც, რომელიც საკითხის გადადებას ემხრობოდა. საბჭოს მოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ მოკლე დროში გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილი არ არის.

„კრიტერიუმების გარეშე თქვენი ამ დარბაზში შემოყვანა იყო ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება“,-ასე უპასუხა სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს.

საბოლოო ჯამში საკითხი ღია დარჩა. გამოიტანს თუ არა კიდევ ერთხელ ჯანეზაშვილი აღნიშნულ საკითხს მომდევნო სხდომებზე, ჯერ ცნობილი არ არის.