ანა დოლიძე - არც ეკა ბესელიასა და არც ირაკლი კობახიძის შემოთავაზებული კანონპროექტები დამოუკიდებელი მოსამართლეების შერჩევის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს
ანა დოლიძე - არც ეკა ბესელიასა და არც ირაკლი კობახიძის შემოთავაზებული კანონპროექტები დამოუკიდებელი მოსამართლეების შერჩევის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს რომ არც ეკა ბესელიასა და არც ირაკლი კობახიძის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტები დამოუკიდებელი მოსამართლეების შერჩევის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს .

ანა დოლიძე ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს კლანურს უწოდებს. მისივე თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია პუნქტი, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შერჩევა პირდაპირ არის მიბმული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე.

ანა დოლიძისთვის ასევე მიუღებელია, რომ  გადაწყვეტილების მიღების პროცესში იუსტიციის საბჭოში შენარჩუნებულია ხმათა 2/3.

რაც შეეხება ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, დოლიძე ამბობს რომ ბესელიამ ბევრი შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა მთავარ პრობლემად  აქაც ხმების დათვლის პროცედურაა.

„როგორც დღეს დაინიშნა ყველა პრობლემური მოსამართლე უვადოდ, ზუსტად ამ მოდელს ინარჩუნებს ირაკლი კობახიძე. არც კი უშვებს კლანი, რომ ვინმე დამოუკიდებელი პიროვნება შეფრინდეს საპარლამენტო სიაში. ბესელიას ინიციატივაში ორი მესამედი მოსამართლეების ხმებია. ექვსნი ვართ არამოსამართლე და ოთხი საკმარისია, რომ კანდიდატურა წავიდეს იუსტიციის საბჭოდან, ოღონდ მე და ნაზი ჯანეზაშვილის ხმა არ იყოს საჭირო. მითხარით, თუ იცით სხვა რომელიმე არამოსამართლე წევრის პრინციპული და კრიტიკული პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით”, – აცხადებს ანა დოლიძე.