ან ლინდე - გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობას დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენს პარტნიორობას არ აქვს საზღვრები
ან ლინდე - გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობას დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენს პარტნიორობას არ აქვს საზღვრები

ჩვენს პარტნიორობას საზღვრები არ აქვს; გამოწვევებისა და კონფლიქტების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს ბევრი პოტენციალი, – ამის შესახებ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე განაცხადა.

„მოუთმენლად ველოდებით უფრო ვრცელ დღის წესრიგს რეფორმების მხარდაჭერისთვის და ინვესტიციებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში. მომდევნო ნაბიჯები შეეხება მწვანე ეკონომიკაზე და გაციფრულებაზე გადასვლის საკითხებს. ჩვენი პრიორიტეტებია საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შექმნა და უნარების განვითარება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

უნდა გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა და ვებრძოლოთ კორუფციას, გავხადოთ ინსტიტუტები უფრო გამჭვირვალე და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატული ხალხის ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. ეუთო-ს მხრიდან გვაქვს სამი პრიორიტეტი: ევროპის უსაფრთხოების დაცვა, უსაფრთხოების კონცეფცია და კონფლიქტების მოგვარება ეუთო-ს რეგიონში.

შვედეთის მხრიდან რეფორმების მხარდაჭერა გრძელდება. ჩვენ გვაქვს შვიდწლიანი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის. ჩვენი მხარდაჭერა იქნება 600 მილიონი ევროს ოდენობის ამ პერიოდისთვის გათვალისწინებული. დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კლიმატი და გარემო, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება ჩვენს უმაღლეს პრიორიტეტებად რჩება“, – განაცხადა ან ლინდემ.