ამსტერდამში ცნობილი წარწერა I Amsterdam აიღეს
ამსტერდამში ცნობილი წარწერა I Amsterdam აიღეს

ამსტერდამში ცნობილი წარწერა I Amsterdam აიღეს. წარწერა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წარწერის აღების ინიციატივა ქალაქის საბჭოს მემარცხენე პარტიის ინიციატივა იყო, რომლის წევრებიც საბჭოში უმრავლესობას წარმოადგენენ. მათი აზრით, სლოგანი I Amsterdam გადაჭარბებული ინდივიდუალიზმის გამოხატულებაა.

წარწერის აღების მიუხედავად, I Amsterdam  ტურისტული მარკეტინგის მთავარ სლოგანად რჩება.

აღნიშნული წარწერა 14 წლის წინ ეროვნული მუზეუმის წინ დადგეს. მალე ის ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა გახდა, სადაც ქალაქის სტუმრები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.