ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი მიჩელი გახდა #1TVSPORT
ესპანელი სპეციალისტი მიჩელი ამსტერდამის „აიაქსს“ ჩაუდგა სათავეში. 50 წლის მწვრთნელმა ნიდერლანდურ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ნიდერლანდებში გადასვლამდე, ის 2021 წლიდან „ჟირონას“ წვრთნიდა, სადაც მისი მთავარი მიღწევა ორი წლის წინ გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა იყო. „ჟირონამდე“ მიჩელი ასევე იყო „რაიო ვალეკანოსა“ და „უესკას“ დამრიგებელი.
რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „აიაქსისთვის“ გასული სეზონი საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც ამსტერდამელები მომავალ წელს მხოლოდ კონფერენს ლიგაზე იასპარეზებენ.