ამსტერდამის „აიაქსი“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრანსფერთან ახლოს არის #1TVSPORT

19:15, 04.07.2026

„ბარსელონას“ გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ამსტერდამის „აიაქსში“ იჯარის წესით გადაბარგებასთან ერთ ნაბიჯშია.

კატალონიელებმა ნიდერლანდურ მხარესთან ზეპირ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვის მიზნით კლუბი თანახმაა, გერმანელი მოთამაშის ანაზღაურების დიდი წილი თავად დაფაროს.

34 წლის გოლკიპერმა ჰანსი ფლიკის ფორმაციის გუნდში ადგილი დაკარგა. გასულ სეზონში იგი განათხოვრებული იყო „ჟირონაში“, თუმცა ტრავმა მიიღო.

ყოველივე ამის გამო ტერ შტეგენმა 2026 წლის მუნდიალზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან ერთად თამაშის შესაძლებლობაც ხელიდან გაუშვა, იულიან ნაგელსმანმა ნაკრების რიგებში მანუელ ნოიერი დააბრუნა.

მსგავსი