„ამნესთი ინთერნეშენალის“ წარმომადგენელი - აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს
„ამნესთი ინთერნეშენალის“ წარმომადგენელი - აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს

უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრებისა და უთანხმოების გამოთქმის უფლებას, – ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეშენალის“ აშშ-ის ბიუროს ევროპისა და ცენტრალური აზიის ადვოკაციის დირექტორი, დენიელ ბალსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ბალსონის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, მაგალითად, გიორგი გახარიამ და აშშ-ში საქართველოს საელჩომ, უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს. „რადგანაც პოლიცია ცდილობს საქართველოში პროტესტის შეჩერებას, „ამნესტი“ ცხადად ამბობს, რომ უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრებისა და უთანხმოების გამოთქმის უფლებას. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, მაგალითად გიორგი გახარიამ და აშშ-ში საქართველოს საელჩომ, უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს. თუ როგორ ექცევიან უსაფრთხოების სამსახურები დემონსტრანტებს, შემჩნეული იქნება ვაშინგტონში“, – წერს დენიელ ბალსონი.