საბანკო ანგარიშების გაყინვის გამო „ამნესტი ინტერნეშენალი“​ ​ინდოეთში საქმიანობას დროებით წყვეტს
საბანკო ანგარიშების გაყინვის გამო „ამნესტი ინტერნეშენალი“​ ​ინდოეთში საქმიანობას დროებით წყვეტს

​საბანკო ანგარიშების გაყინვის გამო „ამნესტი ინტერნეშენალი“ ინდოეთში საქმიანობას დროებით წყვეტს. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინდოეთის მთავრობა ორგანიზაციას ბოლო ორი წელია, განზრახ დევნის. „ამნესტი ინტერნეშენალის“ განცხადებით, ინდოეთის მთავრობამ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა, რის შედეგადაც ორგანიზაციას თანამშრომლების გათავისუფლება და მიმდინარე კამპანიების შეწყვეტა მოუწია.

ორგანიზაცია ინდოეთის მთავრობას დევნაში, ასევე უსაფუძვლო და მოტივირებული ბრალდებების წაყენებაში ადანაშაულებს.

ინდოეთის მთავრობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დატოვე კომენტარი