ამხანაგური მატჩი | საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი ახალგაზრდულში ითამაშებს
ამხანაგური მატჩი | საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი ახალგაზრდულში ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები უკრაინასთან გასამართავი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ამ თამაშისთვის რამაზ სვანაძის გუნდს ეროვნული ნაკრების სამი მოთამაშე დაემატა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

21-წლამდელებს შეკრებაზე გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი შეუერთდნენ. ეს მოთამაშეები, მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, ეროვნულ ნაკრებში იყვნენ გამოძახებული და 17 ნოემბერის შეხვედრაში სამივემ მიიღო მონაწილეობა – მათ შორის „საბურთალოს“ მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა, 90 წუთი ითამაშა.

რამაზ სვანაძის გუნდი წლის ბოლო მატჩს ორშაბათს, 21 ნოემბერს, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა გორში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.