ამხანაგური მატჩი | ოლისეს ჰეთთრიკმა საფრანგეთს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
ამხანაგური მატჩი | ოლისეს ჰეთთრიკმა საფრანგეთს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ლილში დიდიე დეშამის გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის ბოლოს მაიკლ ოლისემ გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში კი „ბაიერნის“ ფეხბურთელს უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული. 64-ე წუთზე მაიკლ კელის გოლით სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ 74-ე წუთზე ფრანგებმა აღადგინეს ორბურთიანი სხვაობა – ჰეთთრიკი შეასრულა ოლისემ.