ამხანაგური მატჩი - იტალია-აშშ 1:0 [ვიდეო]
ამხანაგური მატჩი - იტალია-აშშ 1:0 [ვიდეო]

იტალიის ნაკრებმა ბელგიის ქალაქ გენკში, 2018 წელს გამოსვლა აშშ-სთან ამხანაგური მატჩით დაასრულა.
რობერტო მანჩინის გუნდმა 94-ე წუთზე „ინტერის“ ფორვარდის, მატეო პოლიტანოს გოლით 1:0 მოგება შეძლო.

 

მანჩინი იტალიის ნაკრებს სათავეში მაისში ჩაუდგა და მას შემდეგ, გუნდმა 9 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც მოიგო 3, წააგო 2 და ფრედ დაასრულა 4 შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ „სკუადრა აძურამ“ ერთ გოლზე მეტის გატანა, ცხრიდან მხოლოდ ერთ მატჩში შეძლო.

აშშ-სთან იტალიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
სირიგუ, დე შილიო, აჩერბი, ბონუჩი, ემერსონი, ბარელა (გალიარდინი, 76), სენსი, ვერატი, კიეზა (გრიფნო, 46), ლასანია (პოლიტანო, 87), ბერარდი (კინი, 62).