ამხანაგური მატჩი | გერმანიამ მასპინძელი აშშ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩიკაგოში „სოლჯერ ფილდის“ სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ამერიკის შეერთებული შტატებსა და გერმანიის ნაკრებებს შორის.
უკვე მეორე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით გერმანია კაი ჰავერტცმა დააწინაურა, რასაც 37-ე წუთზე ენტონი რობინსონის შესანიშნავი საპასუხო გოლი მოჰყვა. ბოლო გოლი 57-ე წუთზე გავიდა, რომლითაც ლეროი სანემ გერმანიას გამარჯვება მოუტანა – 2:1.