ამხანაგური მატჩი | ენდრიკის გოლმა ბრაზილიას ეგვიპტესთან მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კლივლენდში ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებმა. პანამას ნაკრების 6:2 დამარცხების შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდმა ამჯერად მინიმალური ანგარიშით მოუგო ეგვიპტეს – 2:1.
ბრაზილიამ შეხვედრის სტარტზე გახსნა ანგარიში – მე-8 წუთზე ეს გააკეთა ბრუნო გიმარაეშმა. უკვე მე-11 წუთზე მოსტაფა ზიკომ გაათანაბრა, რაშიც ბრაზილიის ნაკრების მცველი მარკინიოსი დაეხმარა, რომელმაც საკუთარი კარისკენ უმისამართო პასი გააკეთა.
ბრაზილიამ გამარჯვება 53-ე წუთზე გაიფორმა, როცა რაფინიამ საგოლე პასი გაუკეთა ენდრიკს.
ეგვიპტის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი შესვენების შემდეგ შევიდა მოედანზე, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.