ამხანაგური მატჩები – მოდრიჩმა „მილანში“ პირველად ითამაშა, ჰუმელსმა გამოსათხოვარი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

22:19, 10.08.2025

ლუკა მოდრიჩმა პირველად ითამაშა „მილანის“ მაისურით. ხორვატი ნახევარმცველი შესვენების შემდეგ შევიდა მოედანზე „ჩელსისთან“ ამხანაგურ შეხვედრაში. იმ მომენტისთვის „მილანი“ 10 ფეხბურთელით თამაშობდა და 0:2-ს აგებდა.

ჩელსი-მილანი                   4:1

გოლები: 1:0 კუბისი (5-საკ. კარში), 2:0 ჟოაო პედრო (8), 3:0 დელაპი (67-პენ), 3:1 ფოფანა (70), 4:1 დელაპი (90)

„დორტმუნდს“ რიგებში გამოსათხოვარი მატჩი ჩაატარა მატს ჰუმელსმა, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ დაასრულა კარიერა. 36 წლის მცველმა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა გუნდი მოედანზე. ჰუმელსი მე-18 წუთზე ნიკლას ზიულემ შეცვალა.

დორტმუნდი-იუვენტუსი             1:2

გოლები: 0:1 კამბიაზო (16), 0:2 კამბიაზო (53), 1:2 ბაიერი (89)

მსგავსი