ამხანაგური მატჩები | „ჩელსიმ“ „მილანი“ გაანადგურა, „რეალის“ რიგებში ახალწვეულმა გამოიჩინა თავი #1TVSPORT
მოახლოებული სეზონის წინ ევროპულმა გრანდებმა მორიგი ამხანაგური მატჩები გამართეს.
იტალიის ჩემპიონმა, „ინტერმა“ „იუვენტუსი“ დაამარცხა, მეორე მილანურმა გრანდმა, „მილანმა“ კი დიდი ანგარიშით წააგო „ჩელსისთან“, რომლის რიგებში დუბლი შეასრულა ჟოაო პედრომ.
„რეალმა“ 2:1 მოუგო „ფერენცვაროშს“. მადრიდელთა რიგებში ერთი გოლი ახალწვეულმა ესპიმ გაიტანა. მეორე ტაიმი სრულად ითამაშა ვინისიუსმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა.
ჩელსი-მილანი 3:0
გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (45+2), 2:0 ჟოაო პედრო (46), 3:0 კაისედო (51)
იუვენტუსი-ინტერი 1:2
გოლები: 0:1 დიმარკო (20), 0:2 დიუფი (62), 1:2 კონსეისაო (85)
პსჟ-მანჩესტერ იუნ 1:1
გოლები: 1:0 მბაიე (2), 1:1 მბემო (32)
ფერენცვაროში-რეალი 1:2
გოლები: 0:1 რივასი (41), 0:2 ესპი (49), 1:2 კოდრო (57)