ამჯერად უგოლოდ - მიქაუტაძის „მეცი“ გასვლაზე მხოლოდ ქულას დასჯერდა #1TVSPORT
ამჯერად უგოლოდ - მიქაუტაძის „მეცი“ გასვლაზე მხოლოდ ქულას დასჯერდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „პოს“ დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულა მოიპოვა, ხოლო ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა – 1:1.

გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო 30-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა და 89 წუთი ითამაშა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „მეცმა“ ანგარიში 58-ე წუთზე გახსნა – ჟან-ჟაკ დენლის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში მეკარე ჯერემი პრიორიმ ჩაჭრა.

თუმცა, მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. სტუმრების კარი მე-80 წუთზე „პოს“ კოსტარიკელმა თავდამსხმელმა, მეირონ ჯორჯმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ტური წარმატებული გამოდგა „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელ ჯან-ფილიპ კრასოსთვის, რომელმაც „პარიზთან“ გაიტანა და ბომბარდირთა დავაში 15 გოლით გიორგი მიქაუტაძეს დაეწია.

30 ტურის შემდეგ „მეცი“ 52 ქულით საფრანგეთის ლიგა 2-ში მეოთხე ადგილზე დაქვეითდა და დამატებითი მაჩვენებლებით „სოშომ“ (52) გადაასწრო.