ამჯერად უგოლოდ - ბექა მიქელთაძის „ნიუკასლი“ ლიდერს ესტუმრა #1TVSPORT
ამჯერად უგოლოდ - ბექა მიქელთაძის „ნიუკასლი“ ლიდერს ესტუმრა #1TVSPORT

ბექა მიქელთაძისა და მისი გუნდისთვის, „ნიუკასლ ჯეთსისთვის“ წარუმატებელი გამოდგა ავსტრალიის ჩემპიონატის შეხვედრა ლიდერ „მელბურნ სიტისთან“ – გუნდი დამარცხდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა.

A-ლიგის მე-15 ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“ „მელბურნ სიტის“ „აამი აპრკზე“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 3:0.

ამ მატჩში ერთ-ერთი გოლი ჯეიმი მაკლარენმა გაიტანა, რომელსაც 9 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ბექა მიქელთაძე „ნიუკასლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა და 7 გოლით მეორე ადგილზე დარჩა.

24 წლის ქართველ თავდამსხმელს ბომბარდირის გადასწრების რეალური შანსი აქვს. საქმე ისაა, რომ 15 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეთსი“ 11 ქულით 12-გუნდიან A-ლიგაში მე-10 ადგილზეა. მაგრამ პანდემიით გამოწვეული შეჩერებების გამო, მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, 3 შეხვედრით ნაკლები, ვიდრე ლიდერმა „მელბურნმა“ – ქართველი თავდამსხმელის შანსი სწორედ ეს გადადებული შეხვედრებია.