ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | ბუდაპეშტის გრან-პრი
ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | ბუდაპეშტის გრან-პრი

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე, -60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორმა ქართველმა, ამირან პაპინაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს.

ამირან პაპინაშვილმა რეპეშაჟში მონღოლი განბატ ბოლბაატარი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელი მეტოქის დამარცხებაც მოახერხა და მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

ამავე წონაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს შეხვდა და დაპირისპირება დათმო.