ამირან გოგოლაძემ მორიგი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა
ამირან გოგოლაძემ მორიგი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა მებრძოლმა ამირან გოგოლაძემ „ი-ემ-სი“ (EMC) პრომოუშენის ეგიდით მორიგი ბრძოლა გამართა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დიუსელდორფში გამართულ ღონისძიებაზე გოგოლაძე მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) უკრაინელ პაველ კუშს დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ქართველმა მებრძოლმა უკრაინელი ათლეტი პირველივე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა. გოგოლაძემ კარიერაში რიგით მე-11 გამარჯვება იზეიმა.

ახალციხელი მებრძოლი 31 ოქტომბერს ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრას აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილ წევრთან, ჩეჩენ ისმაილ ნაურდიევთან ჩაატარებს.​