ამირან გოგოლაძე OKTAGON-ის ჩემპიონი გახდა – ქართველმა მებრძოლმა იესინ აიარი დაამარცხა #1TVSPORT
ქართველმა მებრძოლმა, ამირან გოგოლაძემ OKTAGON MMA-ს ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
31 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართული OKTAGON 96-ის მთავარ ბრძოლაში გოგოლაძე UFC-ს ყოფილ მებრძოლს, გერმანელ იესინ აიარის დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (49:46, 49:46, 49:46).
საჩემპიონო დაპირისპირება ხუთ რაუნდს გაგრძელდა. პირველ რაუნდში აიარიმ ქართველი მებრძოლი ძლიერი დარტყმით შეარყია და ბრძოლის დასრულებასთანაც ახლოს იყო, თუმცა გოგოლაძემ შეტევას გაუძლო, მომდევნო რაუნდებში უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ 28 წლის ამირან გოგოლაძე OKTAGON-ში დაუმარცხებელია — ქართველმა ორგანიზაციაში ჩატარებული ხუთივე ბრძოლა მოიგო. მისი პროფესიონალური კარიერის მონაგარი 19 გამარჯვება და სამი მარცხია.
გოგოლაძემ საჩემპიონო ბრძოლამდე, 2026 წლის აპრილში, 672-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონი იონ სურდუ პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.