ამირან ძაგანია - „მალმესთან“ მეორე ტაიმი ჩავაგდეთ, მამაგეიშვილიც გააძევეს და ასეთი ანგარიში ამიტომ დაფიქსირდა #1TVSPORT
ამირან ძაგანია - „მალმესთან“ მეორე ტაიმი ჩავაგდეთ, მამაგეიშვილიც გააძევეს და ასეთი ანგარიში ამიტომ დაფიქსირდა #1TVSPORT

თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელმა, ამირან ძაგანიამ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმესთან“ საპასუხო შეხვედრაზე (1:3), სადაც ერთადერთი გოლი მან გაიტანა.

„ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო, ძალიან ბედნიერი ვარ.

რაც შეეხება თამაშს, გუნდმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო. პირველი ტაიმი შედარებით ნორმალურად ვითამაშეთ, მეორეში კი ჩავარდნა გვქონდა, მამაგეიშვილიც გააძევეს და ასეთი ანგარიში აქედან გამომდინარე დაფიქსირდა.

ახლა ყველანაირად ვეცდებით, რომ კონფერენს-ლიგის თამაშებზე გადავერთოთ“, – ამბობს ამირან ძაგანია.