„ამიენი“ ლიგა 1-ის 22 გუნდამდე გაზრდას ითხოვს
„ამიენი“ ლიგა 1-ის 22 გუნდამდე გაზრდას ითხოვს

საფეხბურთო კლუბ „ამიენის“ ხელმძღვანელობამ პეტიცია შექმნა და მომავალი სეზონიდან ლიგა 1-ის 22 გუნდამდე გაზრდას ითხოვს.

საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა და დარჩენილი ათი ტური აღარ ჩატარდა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „ამიენს“ ქულები არ ეყო და ლიგა 2-ში გადაინაცვლა. კლუბს „სანატრელ“ მე-17 ადგილს მხოლოდ 4 ქულა აშორებდა და სრულიად რეალურია, რომ დარჩენილ 10 ტურში „ამიენი“ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებდა.

რამდენიმე დღით ადრე, „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელმაც გააპროტესტა ჩემპიონატის დასრულება, რადგან მისი კლუბი მე-7 ადგილზე იმყოფებოდა და ევროთასებს გამოეთიშა.