ამერიკული მედიის ცნობით, ჯეიმს ჰარდენმა „ჰიუსტონიდან“ წასვლა მოითხოვა
ამერიკული მედიის ცნობით, ჯეიმს ჰარდენმა „ჰიუსტონიდან“ წასვლა მოითხოვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების სეზონი 22 დეკემბერს აიღებს სტარტს. მანამდე გუნდებში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. გუშინ ხმაურიანი გაცვლა გააკეთეს „ფენიქსმა“ და „ოკლაჰომამ“, რის მიხედვითაც კრის პოლი „სანსის“ წევრი გახდა.

ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ჯეიმს ჰარდენმა „ჰიუსტონის“ მფლობელებთან დააყენა მოთხოვნა გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით. წყაროს ცნობით, ჰარდენს „ბრუკლინში“ გადასვლა სურს. ვოჟნაროვსკი ასევე აცხადებს, რომ „როკეტსმა“ მას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, რაც ჰარდენს დამატებით 100 მილიონ დოლარს მოუტანდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გუნდში დაიწყებს ჯეიმს ჰარდენი ახალ სეზონს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, თუმცა თუ მან თავად ისურვა გუნდის დატოვება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის „ჰიუსტონს“, დიდი ალბათობით, დაემშვიდობება.