ამერიკული მედია – ტეხასში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა

03:02, 01.09.2019

როგორც ამერიკული მედია წერს, ტეხასის შტატის დასავლეთ ნაწილში სროლას სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი დამნაშავე მოკლულია.

ინციდენტი ქალაქ მიდლენდსა და ოდესაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ორი ბოროტმოქმედი მანქანით გადაადგილდებოდა და უმისამართოდ ისროდა.

დაჭრილია 20 ადამიანი. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

მსგავსი