ამერიკული მედია – გრეგ პოპოვიჩი სან-ანტონიოსთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

11:46, 01.05.2019

გრეგ პოპოვიჩი 70 წლისაა და ლეგენდარული სპეციალისტისგან ყველა კარიერის დასრულებას ელოდა, თუმცა როგორც ჩანს, თავად ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს.

პოპოვიჩის კონტრაქტი 2018-2019 წლების სეზონის დასრულების შემდეგ იწურება და ი ეს პი ენის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, ამჟამად სან-ანტონიოს ხელმძღვანელობა მასთან ახალ სამწლიან კონტრაქტზე მუშაობს.

გრეგი ორშაბათს მედიას შეხვდა და უკვე განაცხადა, რომ რიგით 24-ე სამწვრთნელო სეზონზე დაბრუნებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ პოპოვიჩი სულ მალე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ჩაუდგება სათავეში და ჩინეთის მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.

მსგავსი