ამერიკული მედია დუეინ ვეიდს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ანალიტიკოსად იწვევს
ამერიკული მედია დუეინ ვეიდს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ანალიტიკოსად იწვევს

დუეინ ვეიდმა წელს სპორტული კარიერა დაასრულა. უკანასკნელ რეგულარულ სეზონზე მაიამი ჰიტის ლეგენდარულმა კალათბურთელმა საკუთარი ოჯახის, მეგობრების და გულშემატკივრების წინაშე რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ვეიდი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, სავარაუდოდ ცნობილი სპორტსმენი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მუშაობას მაინც გააგრძელებს, ამჯერად ანალიტიკოსის ამპლუაში.

ნიუ იორკ პოსტის ჟურნალისტ ენდრიუ მარჩანდის უწყებით ESPN და TNT ვეიდს საკუთარ ტელევიზიაში ლიგის ანალიტიკოსის სამსახურს სთავაზობენ. ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია თავად ვეიდის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. მარჩანდის ინფორმაციით, ESPN ყველაზე დიდი სპორტული სტუდია გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ ვეიდი ამ ტელეკომპანიის წინადადებას დათანხმდება, მას მუშაობა პოლ პირსთან, ჯეილენ როუზთან, ჩონსი ბილაპსთან და მაიკლ ბედლისთან ერთად მოუწევს.

რაც შეეხება TNT-ს, აქ ანალიტიკოსად ცნობილი ჩარლზ ბარკლი მუშაობს, თუმცა როგორც ცნობილია, შესაძლოა 60 წლის ასაკში მან კონტრაქტი აღარ გააგრძელოს. ამჟამად ბარკლი 56 წლის არის. იმ შემთხვევაში, თუ ჩარლზმა TNT დატოვა, მათ აუცილებლად დაჭირდებათ ახალი სახე.