ამერიკული მედია - ბითაძის გუნდში ყოფნა ტერნერის წასვლას უფრო რეალურს ხდის #1TVSPORT
ამერიკული მედია - ბითაძის გუნდში ყოფნა ტერნერის წასვლას უფრო რეალურს ხდის #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა“ ახალი სეზონისთვის ემზადება. პირველ წინასასეზონო მატჩს რიკ კარლაილის გუნდი 6 ოქტომბერს „ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს, 21 ოქტომბერს კი რეგულარულ სეზონში „ჰორნეტსთან“ მატჩით ჩაერთვება.

ცნობილმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორმა ჩამოთვალა კალათბურთელები, რომელთა „აფეთქებასაც“ წელს უნდა ველოდოთ. სიაში საქართველოს ნაკრების 22 წლის ცენტრი გოგა ბითაძეცაა.

 

ინდიანა პეისერსი: გოგა ბითაძე

პეისერსს“ ჰყავს ორი საუკეთესო მოთამაშე დაფარებებში, NBA-ის იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც გასულ სეზონში მინიმუმ 500 წუთი აქვთ ნათამაშები. პირველი არის მაილს ტერნერი, რომელსაც უკვე კარგად იცნობენ და მეორე არის გოგა ბითაძე, რომელიც ამ სეზონის შემდეგ გახდება ცნობილი.

2019 წლის დრაფტის მე-18 არჩევანი, გოგა ბითაძე მისი ზომების გათვალისწინებით კარგად გადაადგილდება და ტერნერის სანდო შემცვლელი გახდება. მისი გუნდში ყოფნა ტერნერის წასვლას უფრო რეალურს ხდის, იმ შემთხვევაში თუ კარგი წინადადება იქნება.

თუ 22 წლის მოთამაშე სამქულიანების პროცენტს გააუმჯობესებს (პირველ წელს – 19%, მეორე წელს – 25.3%) ის გახდება სასტარტო შემადგენლობის კალიბრის ცენტრი, რომელიც ფარს იცავს და ბურთს თითქმის არ კარგავს.

დაელოდეთ ბითაძის წუთების ზრდას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტერნერს გაცვლიან.“