ამერიკული კომპანია მზად არის, „მილანი“ 1,3 მილიარდ ევროდ შეიძინოს #1TVSPORT
ამერიკული კომპანია მზად არის, „მილანი“ 1,3 მილიარდ ევროდ შეიძინოს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „მილანს“ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ახალი მფლობელები ჰყავდეს, – იუწყება MilanNews.it.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული საინვესტიციო კომპანია RedBird Capital Partners იტალიური კლუბის შეძენას გეგმავს.

აღნიშნავენ, რომ ამერიკელები მზად არიან, „მილანის“ შესაძენად 1,3 მილიარდი ევრო გადაიხადონ, ახალი სტადიონის ასაშენებლად კი 500 მილიონი გამოყონ.

RedBird Capital Partners ინვესტორია კომპანია Fenway Sports Group-ის, რომელიც „ლივერპულს“, „ტულუზასა“ და ბეისბოლის კლუბ „ბოსტონ რედ სოკს“ ფლობს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მილანი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს.