ამერიკული კომიქსების შემქმნელი სტენ ლი გარდაიცვალა
ამერიკული კომიქსების შემქმნელი სტენ ლი გარდაიცვალა

ამერიკული კომიქსების შემქმნელი სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია სტენ ლის ქალიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, ლი დღეს ლოს ანჯელესში სასწრაფო დახმარების მანქანით ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

სტენ ლი თებერვალში გულის პრობლემების გამო ჰოსპიტალიზებული იყო. მანამდე მან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რამდენიმე ღონისძიება გადადო.

მწერალი, რედაქტორი და სცენარისტი სტენლი მარტინ ლიბერი, რომელსაც მსოფლიო სტენ ლის სახელით იცნობს, „მარველის“ კომიქსების ერთ-ერთი შემქმნელი იყო. მან და ჯეკ კირბიმ კომპანია Marvel Comics-ი 1961 წელს დააფუძნეს. მათი შემოქმედება „ფანტასტიკური ოთხეულით“ დაიწყო. მათ შექმნეს ისეთი ცნობილი პერსონაჟები, როგორიცაა „ადამიანი ობობა“, „იქს-ადამიანები“, „რკინის კაცი“, „ჰალკი“.