ამერიკული კლუბების წინადადებების მიუხედავად, ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ დარჩება #1TVSPORT
ანტუან გრიზმანმა გადაწყვიტა, კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს. ფრანგმა ვარსკვლავმა ახალი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და „ატლეტიკოსთან“ ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
MLS-ის რამდენიმე კლუბი, მათ შორის „ლოს-ანჯელესი“, აქტიურად ცდილობდა გრიზმანის გადაბირებას. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელებმა თავდამსხმელს სოლიდური ანაზღაურება და წამყვანი ფეხბურთელის სტატუსი შესთავაზეს, თუმცა გრიზმანმა არჩევანი კვლავ „ატლეტიკოზე“ შეაჩერა.
ახალი კონტრაქტის პირობებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისი ხელფასი ეტაპობრივად შემცირდება, რაზეც 34 წლის ფრანგი თანახმაა.
გრიზმანი „ატლეტიკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. გუნდის მაისურით ჩატარებულ 435 შეხვედრაში მან 197 გოლი გაიტანა.