ამერიკული გამოცემა - მამუკელაშვილს შეუძლია წინასასეზონო მატჩებში აღიარება მოიპოვოს #1TVSPORT
ამერიკული გამოცემა - მამუკელაშვილს შეუძლია წინასასეზონო მატჩებში აღიარება მოიპოვოს #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წინასასეზონო მატჩები მიმდინარეობს. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ პირველ შეხვედრას 6 ოქტომბერს „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადი შემადგენლობის უმეტესმა ნაწილმა სხვადასხვა მიზეზის გამო შესაძლოა, ეს მატჩი გამოტოვოს, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი ამ შეხვედრებში ითამაშებს.

ამერიკული გამოცემა behindthebuckpass „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობიდან სამ კალათბურთელს ასახელებს, რომლებსაც ამ წინასასეზონო მატჩების დროს უნდა დავაკვირდეთ. ამ მოთამაშეებს შორის გეორგიოს კალაიცაკისთან და ჯორდან ნვორასთან ერთად, სანდრო მამუკელაშვილიცაა.

​სანდრო მამუკელაშვილი „ბაქსმაNBA-ის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია და ჯერჯერობით მან ბევრის ყურადღება მიიქცია. გულშემატკივრებს სანდრო მას შემდეგ დააინტერესდათ, რაც მისი „სეტონ ჰოლში“ თამაშის ჰაილაითები ნახეს, სადაც მან მისი გაბარიტების მქონე ადამიანისთვის არადამახასიათებელი პასების უნარი დაგვანახა. 2021 წლის საზაფხულო ლიგაზე მან დამაიმედებლად ითამაშა და წინასასეზონო მატჩებში „ბაქსთან“ ერთად უფრო უნდა გაიბრწყინოს.

ცენტრის პოზიცია ამ მატჩებში „მილუოკისათვის“ ბუნდოვანია. ბრუკ ლოპესი ჯანმრთელადაა, მაგრამ გუნდი 33 წლის კალათბურთელს ზედმეტს მომდევნო შეხვედრებში არ ათამაშებს. ბობი პორტისმაც კვირას ჩატარებულ ვარჯიშში, სადაც „ბაქსის“ მოთამაშეებმა ერთმანეთში ითამაშეს, ტრავმა მიიღო და თუ რამე საეჭვოს შეამჩნევენ, მას შემადგენლობაში იქამდე არ დააბრუნებენ, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება. ეს ყველაფერი 22 წლის კალათბურთელს შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს და დაანახოს ყველას თუ რა შეუძლია.

ერთ-ერთი საფიქრალი, რაც „ბაქსს“ ახალი სეზონის დაწყებამდე აქვს, არის ბრუკ ლოპესისა და ბობი პორტისის ხელში ცენტრის პოზიციაზე სიღრმის ნაკლებობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მამუკელაშვილი გუნდში ცენტრის პოზიციაზე მესამე ვარიანტია და მათ არ იციან მას რისი გაკეთება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასასეზონო მატჩებია, მამუკელაშვილს შეუძლია მოიპოვოს აღიარება, თუ ის მისთვის მიცემულ სათამაშო დროს გამოიყენებს. ქულების მოპოვების და მოხსნების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში თამაში, განსაკუთრებით „მილუოკი ბაქსის“ მსგავს დაცვაზე ორიენტირებულ გუნდში.

მამუკელაშვილი სადებიუტო სეზონში „ბაქსის“ შემადგენლობაში ბევრს ვერ ითამაშებს, მაგრამ წინასასეზონო მატჩებში წარმატება მისი წინსვლის შანსებს გაზრდის.“

რაც შეეხება რეგულარულ სეზონს, პირველი მატჩი 20 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს „მილუოკი ბაქსი“ და „ბრუკლინ ნეტსი“ დაუპირისპირდებიან.