ამერიკული გამოცემა „ლეიკერსს“ გოგა ბითაძის დამატებას ურჩევს #1TVSPORT

18:31, 15.09.2026

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ ახალი სეზონის დაწყებამდე დალტონ კნეხტის გასხვისებას გეგმავს და მის პოტენციურ შემცვლელს ეძებს. ამერიკულმა გამოცემა Heavy.com-მა კალიფორნიელებს კნეხტის სანაცვლოდ გოგა ბითაძის დამატებას ურჩევს.

„გოგა ბითაძე პარკეტზე შოუს არ დგამს, თუმცა ის მყარი ფუნდამენტის მქონე კალათბურთელია, რომელიც სამწამიან ზონაში ძალისმიერად თამაშობს და ბლოკებს კარგად აყენებს. ის შესანიშნავი დამცველია – გასულ სეზონში, როცა მოედანზე საშუალოდ 15.2 წუთს ატარებდა, ერთ დაფარებასა და 5 მოხსნას აგროვებდა.

გარდა ამისა, გოგა შეტევაშიც ძალიან პროდუქტიულია – წინა სეზონში მან თამაშიდან სროლის სიზუსტის კარიერული რეკორდი, 67.6 პროცენტი დააფიქსირა“, – წერს ამერიკული პორტალი.

„ლეიკერსმა“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით საქართველოს ნაკრების წევრი, სანდრო მამუკელაშვილი დაიმატა.

 

მსგავსი