ამერიკული ფეხბურთი| საქართველოს ნაკრები „ოაზისის თასის“ ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
ამერიკული ფეხბურთი| საქართველოს ნაკრები „ოაზისის თასის“ ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები „ოაზისის თასის“ ვიცე-ჩემპიონია. ტურნირი ფლეგ-ფეხბურთის ეგიდით მიმდინარეობდა, რომელიც უკვე მეორე წელია არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში იმართება და მასში აზიის ქვეყნები მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცაავა), რომელიც მიწვეული გუნდის სტატუსით თამაშობდა, ოთხი თამაში მოიგო და ფინალში დაძაბულ ბრძოლაში 13:29 დამარცხდა დუბაის გუნდთან, რომელიც, ძირითადად, ამერიკელებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენი გუნდის ლიდერი – ლაშა უნგიაძე ტურნირის საუკეთესო შემტევად დასახელდა.

ამ ტურნირზე ასპარეზობით საქართველოს ნაკრებმა უდიდესი გამოცდილება მიიღო, რაც შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელსაც 25-27 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს.

ჯგუფური ეტაპი

საქართველო – „ამბუში“ (აბუ-დაბი) 12:13

საქართველო – „ვაილდ ქეთსი“ (აბუ-დაბი) 14:6

საქართველო – „ნოუმედსი“ (ყატარი) 29:20

მეოთხედფინალი: საქართველო- „ალ ქადსია“ (ქუვიეთი) 14:6

ნახევარფინალი: საქართველო – „ბუმა“ (იორდანია) 26:0

ფინალი: საქართველო – „ნინჯასი“ (დუბაი) 13:29