ამერიკული ცურვის ლეგენდა დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ამერიკული ცურვის ლეგენდა დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი და 12-გზის ოლიმპიური პრიზიორი რაიან ლოხტე ერთი წლით არის დისკვალიფიცირებული ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო, – იტყობინება აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტო.

ლოხტეს არ მიუღია არანაირი აკრძალული პრეპარატი, მაგრამ ვენიდან სისხლის გადასხმის გამო დაისაჯა. წესების თანახმად, ინექციის ამგვარი მეთოდი დაშვებულია მხოლოდ ჰოსპიტალიზაციის ან სპეციალური გამონაკლისების შემთხვევაში.

დისკვალიფიკაციის ათვლა 2018 წლის 25 მაისს იწყება. სწორედ ამ დღეს გამოაქვეყნა ამერიკელმა ინტერნეტში ფოტო, რომელზეც მას სწორედ ამ ინექციას უკეთებდნენ.

რაიან ლოხტეს ექვსიდან ოთხი ოლიმპიური ოქრო მოგებული აქვს 4×200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში. ასევე მან ოქრო მიიღო 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში და 400 მეტრზე კომპლექსურში.