ამერიკული ბუკმეიკერული კომპანიები ვარაუდობენ, რომ „ლეიკერსი“ წელს პლეი ოფში გასვლას ვერ შეძლებს
ამერიკული ბუკმეიკერული კომპანიები ვარაუდობენ, რომ „ლეიკერსი“ წელს პლეი ოფში გასვლას ვერ შეძლებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონშ 28 მოგებითა და 29 წაგებით ჯერჯერობით მეათე ადგილზე იმყოფება. საპლეიოფო ზონამდე, მას სამი მოგება აშორებს. მერვე ადგილზე ამ დროისთვის „კლიპერსი“ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი იმყოფება, „ლეიკერსი“ სასურველი თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ლებრონმა ​პლეი ოფში მოხვედრა კარიერაში ზედიზედ 13-ჯერ შეძლო. ლას ვეგასის ბუკმეიკერული კომპანიები წელს „მეფის“ პლეი ოფში თამაშის საკითხს ეჭვ ქვეშ აყენებენ. ლებრონ ჯეიმსს და მის გუნდს წელს მართლაც, რომ ბევრი ოფლის დაღვრა მოუწევთ იმისათვის, რომ საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდეს, რადგან დასავლეთ კონფერენციაში აღმოსავლეთისგან განსხვავებით გაცილებით დიდი კონკურენციაა.