ამერიკისკენ მიმავალი მიგრანტების ნაწილმა თავშესაფარი მექსიკას სთხოვა
ამერიკისკენ მიმავალი მიგრანტების ნაწილმა თავშესაფარი მექსიკას სთხოვა

ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი მიგრანტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მექსიკას თავშესაფარი თხოვა. მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თხოვნით მთავრობას სამიათასზე მეტმა პირმა მიმართა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მათ უკვე მიიღეს დროებით დოკუმენტები, რაც მიგრანტებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და დასაქმების უფლებას აძლევს.

ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყნიდან მიმავალი მიგრანტები მექსიკის ტერიტორიაზე 26 ოქტომბერს შევიდნენ. გვატემალელი და ჰონდურასელი მიგრანტების საბოლოო მიზანი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ საზღვარზე გადაშვებას არ აპირებს. ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საზღვარს სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ.

ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრები მიგრანტები სამშობლოდან რთულ ეკონომიკურ პირობებს და კრიმინალური დაჯგუფებების ძალადობას გამოექცნენ.