ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეროვნული საკალათბურთო გუნდის 17 კაციანი შემადგენლობა დაასახელა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეროვნული საკალათბურთო გუნდის 17 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს განაცხადში ბევრი ვარსკვლავი არ ეყოლება, ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გრეგ პოპოვიჩისა და სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი მაინც მთავარ ფავორიტად ითვლება. გუშინ გუნდის სამწვრთნელო შტაბმა იმ 17 კალათბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც 31 აგვისტოდან ჩინეთში იასპარეზებენ. გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების სრულ შემადგენლობას.

ჰარისონ ბარნსი, მარვინ ბეგლი, ჯეილენ ბრაუნი, დეაარონ ფოქსი, ჯო ჰარისი, კაელ კუზმა, ბრუკ ლოპესი, კაელ ლაური, კრის მიდლტონი, დონოვან მიჩელი, მეისონ პლამლი, მარკუს სმარტი, ჯეისონ ტატუმი, პი ჯეი ტაკერი, მაელს ტერნერი, კემბა ვოკერი და დერიკ ვაიტი. 31 აგვისტომდე გრეგ პოპოვიჩი და სტივ კერი 17 კალათბურთელიდან იმ 12 საუკეთესოს აარჩევენ, რომლებიც საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ. პირველ შეხვედრას ამერიკის შეერთბეული შტატების გუნდი 1 სექტემბერს შანხაიაში ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.