ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ბაგრამის“ ავიაბაზა ავღანეთის ხელისუფლებას გადასცა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ბაგრამის“ ავიაბაზა ავღანეთის ხელისუფლებას გადასცა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაადასტურეს ინფორმაცია, ავღანეთის უდიდესი ავიაბაზა „ბაგრამის“ დატოვების შესახებ.

„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ ქირბიმ განაცხადა.

„შეიცვალა სამეთაურო სტრუქტურა და „ბაგრამის“ საჰაერო ბაზის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის გადაცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ამ ქვეყნიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლის პროცესში“, – აღნიშნა ქირბიმ.

დატოვე კომენტარი