ამერიკის ღია პირველობის ვირტუალური გამარჯვებული მარატ საფინი გახდა, მან ფინალში ნადალს აჯობა
ამერიკის ღია პირველობის ვირტუალური გამარჯვებული მარატ საფინი გახდა, მან ფინალში ნადალს აჯობა

ამერიკის ღია პირველობის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა თავის გამომწერებს შორის ტურნირის მომგებ საყვარელ ჩოგბურთელებზე გამოკითხვა ჩაატარა. რუსმა ჩოგბურთელმა მარატ საფინმა ფინალში ესპანელ რაფაელ ნადალს სძლია და გათამაშების ვირტუალური გამარჯვებული გახდა.

გულშემატკივართა 60 პროცენტმა ხმა საფინს მისცა, ხოლო 40 პროცენტმა ესპანელს. ნადალს ამერიკის ღია ჩემპიონატი 2010,2013,2017 და 2019 წლებს აქვს მოგებული, ხოლო რუსმა ტურნირი 2000 წელს მოიგო, როდესაც მან ფინალში ამერიკელი პიტ სამპრასი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საჩოგბურთო სეზონი შეჩერებულია.