ამერიკის ღია პირველობის ბედი ივლისის ბოლოს გადაწყდება
ამერიკის ღია პირველობის ბედი ივლისის ბოლოს გადაწყდება

„დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის 2020 წელს ორგანიზება ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, აშშ-ის ღიას ჩატარების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას 28 ან 29 ივლისს მიიღებენ. ზოგიერთი ჩოგბურთელი ეჭვობს, რომ ორგანიზატორები შეძლებენ მონაწილეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა ტურნირის ჩატარება 31 ივლისამდეა შეჩერებული. მამაკაცთა ტური 14 აგვისტოს, ვაშინგტონის ტურნირით განახლდება.

ამერიკის ღია პირველობის გამართვა 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდეა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი