ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად ლაზერული იარაღი გამოსცადეს [ვიდეო]

ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად ლაზერული იარაღი გამოსცადეს. იარაღი 16 მაისს შეამოწმეს. დანადგარი აშშ-ის სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდ „პორტლანდზე“ განათავსეს, რომელიც პერლ-ჰარბორის ბაზის მახლობლად იმყოფებოდა.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათელი სხივი და ცეცხლმოკიდებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩანს.

აშშ-ის სამხედროებმა ლაზერული იარაღი არაერთხელ შეამოწმეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოწყობილობა მფრინავი აპარატის წინააღმდეგ ზღვაში შემოწმდა.