ამერიკელი შონ უაითი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

31 წლის შონ უაითმა მე-4 ოლიმპიადაზე მე-3 ოქროს მედალი მოიპოვა. ჰალფპაიპის ფინალში სპორტსმენმა მესამე ცდაზე 97, 75 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ იაპონელ აიუუმუ ჰირანოს 2,5 ქულით გადაუსწრო. მესამე ადგილზე ავსტრალიელი სკოტი ჯეიმსი გავიდა.

უაითისთვის ტურინისა და ვანკუვერის შემდეგ ეს მესამე ოლიმპიური ოქროა. რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადას, ვეტერანი ამერიკელი, რუსეთში მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ამერიკას მედლების ჩათვლაში ოთხი ოქრო აქვს და მესამე ადგილზეა გერმანიისა და ჰოლანდიის შემდეგ.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი(მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე