ამერიკელი სენატორი ჩინეთისთვის ოლიმპიადის ჩატარების უფლების ჩამორთმევას ითხოვს
ამერიკელი პოლიტიკოსი, სენატორი რიკ სკოტი გამოვიდა წინადადებით, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა არ გაიმართოს ჩინეთში, რადგან ამ ქვეყანაში ადამიანთა უფლებები ირღვევა.
„არ ღირს იქ ოლიმპიადის გამართვა. სანამ ჩინეთი არ გახდება კანონის ქვეყანა, რომელშიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ მასთან კავშირი. ჩვენთვის ამერიკაში მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები.“, – თქვა სკოტმა. მან ასევე მოუწოდა ამერიკელებს შეწყვიტონ ჩინური საქონლის შეძენა.
მარტიდან მოყოლებული, ჰონგ კონგში იმართება საპროტესტო გამოსვლები რეგიონის ავტონომიაში ჩინეთის მთავრობის ჩარევის წინააღმდეგ. ჰონგ კონგის მაცხოვრებლები ითხოვენ რეფორმებს, მთავრობის გადაყენებას, პირდაპირი არჩევნების ჩატარებას, პოლიციის სისასტიკის შეწყვეტას და პოლიტპატიმრებისა და მომიტინგეების გათავისუფლებას.